გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 28 აპრილს დაინიშნა

26-02-2018

2018 წლის 28 აპრილს ვანისა და ხონის №54 საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. ამის შესახებ 1tv წერს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია დღევანდელ სხდომაზე საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტების, საარჩევნო პროცედურებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ იმსჯელებს.

ასევე მიიღებს დადგენილებას შუალედური არჩევნებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.

სხდომის დღის წესრიგის თანახმად, ასევე გადაწყდება №53 ვანისა და №55 ხონის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების შესარჩევი კონკურსების გამოცხადებისა და სამდივნოს შექმნის საკითხები.

მიიღებენ განკარგულებას საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესის, პირობებისა და ვადების განსაზღვრის თაობაზეც.

ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ამ ოლქიდან არჩეულმა დეპუტატმა, გრიგოლ ლილუაშვილმა გასული წლის დეკემბერში პარლამენტი დატოვა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ  საპარლამენტო არჩევნებში ხონისა და ვანის დეპუტატობის კანდიდატატი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იქნება.ამის შესახებ მან ევროპული საქართველოს რიგგარეშე ყრილობაზე განაცხადა, სადაც მან პარტიის პოლიტსაბჭოს მდივნის პოზიცია გიგა ბოკერიას გადაულოცა.

imedinews.ge