გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ლანჩხუთის გამგებელმა მისი ოჯახის კუთვნილი ავტომობილები გამგეობას მიაქირავა – აუდიტის დასკვნა

27-02-2018

აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ საკუთარი ავტომობილები პირადი მოხმარებისთვის გამგეობას მიაქირავა. საქმე ეხება 2015-2016 წლების პერიოდს.
ირკვევა, რომ ლანჩხუთის იმდროინდელმა გამგებელმა და მისმა მამამ საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმეს მუნიციპალიტეტთან, რომლის საფუძველზე გამგებლის ოჯახის კუთვნილი ორი ავტომობილი გამგეობის სარგებლობაში მოექცა. ორივე ამ ავტომობილით თავად გამგებელი, ზაზა ურუშაძე სარგებლობდა. ანუ ირკვევა, რომ გამგებელმა მუნიციპალიტეტს პირადი სარგებლობისთვის მისივე კუთვნილი ავტომობილები აქირავებინა. დასკვნაში წერია:
„2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად იყენებდა კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობდა ორი ავტომობილით, რაზეც გაფორმებულია საიჯარო ხელშეკრულებები. აქედან ერთი ავტომობილი გამგებლის (ზაზა ურუშაძე) საკუთრებაა, ხოლო მეორე ხელშეკრულება გაფორმებულია მუნიციპალიტეტსა და ფ/პ ილია ურუშაძეს (გამგებლის მამა) შორის. იჯარის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობის ხარჯებს. კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს. შესაბამისად, აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები“, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, გამგებელი საბიუჯეტო ფულით საკუთარ ავტომობილებზე ცვლიდა საბურავებს, ზეთს, ანტიფრიზს და ა.შ.
აუდიტის დასკვნის მიხედვით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად რეკომენდებული იყო 6 ავტომანქანა, თუმცა 2015 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ხოლო 2016 წელს – 8 ავტომანქანით. აღნიშნული ავტომანქანების ექსპლოატაციისთვის, მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, 2015-2016 წლებში დახარჯულია 172,1 ათასი ლარი.
აუდიტის სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტის საავტომობილო ხარჯები შეისწავლა.
„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს, ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს.

Timer.ge