გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ხარაგაულის “დასუფთავებისა და კეთილმოწყობის” უფროსი მერმა თანამდებობიდან გაათავისუფლა

23-06-2020

ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან მას შემდეგ გათავისუფლა, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, სადაც ასახული იყო, რომ გაერთიანების თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობას, მათი ხელმძღვანლის დავალებით ასრულებდნენ.

როგორც ხარაგაულის მერიაში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ისინი სპეცშეკვეთაზე მუშაობდნენ და არა – პირად საქმეზე.

“ა(ა)იპ სპეციალური სერვისების სამასხურის ხელმძღვანელი, თეიმურაზ ფურცელაძე თანამდებობიდან გათავისუფლდა, რადგანაც სამსახურის ავტომობილი გამოყენებული იქნა პირადი საქმიანობისთვის. ეს საკმარისი მტკიცებულებაა, რომ ხარაგაულის მერს ადეკვატური გადაწყვეტილება მიეღო. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს – ისინი მუშაობდნენ სპეცდაკვეთით და ინფორმაცია თითქოსდა იძულებით ამუშავებდა პირად საქმეზე სიმართლე არ შეესაბამება”, – აცხადებენ საჩხერიის მერიის პრესსამსახურში.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია “ძალა ერთობაშიას” თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

კვირა