გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მანქანას დედა მართავდა – სიღნაღში მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები

25-06-2020

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მცირეწლოვანი, 3 წლის ელენე რატიანია.

 

„პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბმვ-ს მარკის ავტომანქანას, რომელიც ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა, მცირეწლოვანის დედა მართავდა.

 

ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ავტომანქანაში, რატიანების ოჯახთან ერთად, სხვა პირებიც იმყოფებოდნენ.

„ოჯახის, სოფელ ხირსიდანაა, რამდენიმე წელია, წნორში ცხოვრობენ. ბავშვის დედა, ლიბერთი ბანკის თანამშრომელია. სოფელში, პაპის სანახავად იმყოფებოდნენ. ეს ამბავი იქიდან წამოსულებს დაემართათ. მანქანა ამოტრიალებული იყო.

 

იმ მხარეში ტრანსპორტი ცოტაა, ვიღაც ქალბატონმა გაიარა და ის დაეხმარათ. საავადმყოფოში რომ მიიყვანეს, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო“,- თქვა ერთ- ერთმა ახლობელმა.

 

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევას, სოფელ ტიბაანთან, მცირეწლოვანი გოგონა ემსხვერპლა. გამოძიება საქმეზე, სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

პრაიმტაიმი