გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    სექტემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ჯგალში ავტოავარიისას დაშავებული მეორე პირიც დაიღუპა

27-02-2018

წალენჯიხის რაიონის სოფელ ჯგალში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პირი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში შემოყვანიდან მალევე გარდაიცვალა. ინფორმაცია რადიო "ათინათს" საავამდყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ დაუდასტურა.

ავტომობილი ქვეითად მოსიარულეებს წუხელ დაეჯახა, რის შედეგადაც ერთი პირი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ პაციენტი მრავლობითი მოტეხილობებით შემოიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

რადიო "ათინათი"