გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ლენტეხში ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის მშენებლობას აპროტესტებს

27-02-2018

ლენტეხის სამი სოფლის, წანაშის, ლესემას და ხელედის მოსახლეობა "ხელედულა 3 ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს. მოსახლეობის განცხადებით, ჰესის მშენებლობა გაზაფხულზე იწყება, ხოლო სამუშაოებს შპს "ხელედულა ენერჯი" განახორციელებს. პროექტის მიხედვით ხელედულა და დევაშის დამაკავშირებელ ხეობაში 4 კილომეტრიანი გვირაბი უნდა აშენდეს .
მოსახლეობა შიშობს, რომ ჰესის აშენების შემთხვევაში ორასზე მეტ ოჯახს დატბორვა ემუქრება და ხეობა მოსახლეობისგან დაიცლება. მათი განცხადებით, ტერიტორია მეწყერსაშიში ზონაა და 600- ზე მეტი ადამიანი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, რადგან მდინარეები და მისი შენაკადები ღვარცოფული ბუნებით ხასიათდება.
როგორც ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი ჟურნალისტებთან აცხადებს, ლენტეხის გამგეობის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ მოსახლეობას, კომპანიის დირექტორი კი ადგილობრივებს მარტში შეხვდება.

"ინტერპრესნიუსი"