გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031 

ვარდისუბანსა და გომბორში 20 და 35 წლის ახალგაზრდებმა თავი მოიკლეს

28-02-2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში 20 წლის ახალგაზრდა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდამ თავი მოიკლა. პოლიციამ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

სამართალდამცავები ამავე მუხლით იძიებენ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში მომხდარ შემთხვევას. 35 წლის მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. 

ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი ე.წ. პალდოს მიწების ტერიტორიაზე მდებარე ფერმაში მწყემსად მუშაობდა. მისი ძებნა ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დილით სამუშაოზე არ გამოჩნდა. გარდაცვლილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველიდან იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით გამოძიება 126 რეგისტრირებულ შემთხვევაზეა დაწყებული, 2017 წელს 161 შემთხვევაა აღრიცხული.

reginfo.ge