გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში" - ამ ლოზუნგით ქუთაისის პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

29-06-2020

"დატოვე პარლამენტი ქუთაისში"- ამ ლოზუნგით ქუთაისის პარლამენტთან სხვადასხვა პროფესიის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. მათი მთავარი მოთხოვნა საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დაბრუნებაა. შეკრებილები მსგავსი აქცია-პერფომანსის გამართვას მომავალშიც გეგმავენ.

მათ სპეციალური ვიდეორგოლი გადაიღეს, რომელითაც ქუთაისელი აქტივისტები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში მხარს მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს დაუჭერენ, რომლებიც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობას დადებენ.

"ჩვენ მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, რომ დაუჭირონ მხარი ქუთაისში პარლამენტის დაბრუნებას და ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც ამას გაითვალისწინებს და გაწერს საარჩევნო პროგრამაში, იქნება მოძრაობის მხრიდან მხარდაჭერილი,"- განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სამეცნიერო კლუბის "თაობათა დიალოგის" წარმომადგენელმა ნუგზარ კოხრეიძემ.

რუსთავი2