გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ტყიბულის მერმა გელათის საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი განახორციელა

29-06-2020

გელათის საბავშვო ბაღში მიმდინარე მასშტაბურ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მონიტორინგი ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ ჩუბინიძემ განახორციელა. 

პროექტის ფარგლებში განსაზღვრულია ორ ჯგუფზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა, რომლისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 298 420 ლარი იხარჯება. 

აღსანიშნავია, რომ გელათის ბაღი ამორტიზებული და საგანმანათლებლო პროცესის წარმართვისთვის გამოუსადეგარი იყო. მისი რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო - შეიცვალა სახურავი, იატაკი და ყველა საჭირო კომუნიკაცია , მოეწყო სველი წერტილები, ამჟამად მიმდინარეობს გარე ფასადის მოწესრიგება და ეზოს შეღობვა.

განახლებული ბაგა-ბაღი ფუნქციონირებას სექტემბრიდან განაახლებს.

გელათის ბაღის რებილიტაციის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს მე-4 საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა, რომლის ღირებულება 739 200 ლარს შეადგენს, ხოლო ქალაქის მე-2 საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პრეოქტს რგფ აფინანსებს. 
ახლი სასწავლო წლისთვის ბაღები სრულად იქნება გაზიფიცირებული, წყალმომარაგებითა და ელექტოენერგიით უზრუნველყოფილი, ასევე განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ადაპტირებული.