გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი გახარია ხანგოშვილის საქმეზე: ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაში თავის პარტნიორებთან ერთად

29-06-2020

ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაში თავის პარტნიორებთან ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშრებით განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, გერმანული მხარე სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კონკრეტული ნაბიჯებისაგან თავს იკავებს და იგივე პოზიცია აქვს ქართულ მხარეს.

„გერმანიის მხარემ თქვა, რომ არის გარკვეული ინფორმაცია პროკურატურის გამოძებიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ გერმანული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ჩვენ თავს შევიკავებთ, რომ კონკრეტულ ნაბიჯებზე ვისაუბროთო. ზუსტად იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენ. ეს პოზიცია ჩვენ შეთანხმებული გვაქვს, იმიტომ, რომ ქართული მხარე აქტიურად იყო ჩართული ამ გამოძებაშ თავის პარტნიორებთან ერთად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.