გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930 

საქართველოს თავდაცვის ძალებს გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი უხელმძღვანელებს

29-06-2020

„იმედისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ თავდაცვის ძალების მოქმედ ხელმძღვანელს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მისივე მოადგილე, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი შეცვლის.


გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია თავდაცვის ძალებს 2016 წლიდან მეთაურობდა. გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ამჟამად თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე და გენერალური შტაბის უფროსია. იგი თავდაცვის ძალებში 1998 წლიდან მსახურობს.


ამ პერიოდის განმავლობაში, გენერალი მათიაშვილი თავდაცვის ძალებში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციას იკავებდა.


imedinews.ge