გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

გიორგი გახარია: საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ მთავარი პრიორიტეტი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა და ჩვენ ამას გავაკეთებთ

29-06-2020

ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ მთავარი პრიორიტეტი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაა და მმართველი გუნდი ამას გააკეთებს.

„ამ საკონსტიტუციო ცვლილებების შემდგომ ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული ამოცანაა, რომ არჩევნები საქართველოში იყოს სრულად დემოკრატიული, გამჭვირვალე და აკმაყოფილებდეს არჩევნების დასავლურ, უმაღლეს სტანდარტებს, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. ეს არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. ამის შემდგომ უკვე ვის მისცემს ხმას ამომრჩეველი, როდესაც საარჩევნო ურნასთან აღმოჩნდება, ეს მისი გადასაწყვეტია. მე დარწმუნებული ვარ, პარლამენტში გამოსვლის დროს ვთქვი, ერთადერთი, ჩვენ რაც გვამოძრავებს, პირადად მე რაც მამოძრავებს, არის ის, რომ საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტში ქვეყნის მტრები აღარ უნდა იყვნენ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.