გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

29-06-2020

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ფართოვდება, - ახალი ტერმინალის მშენებლობის დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდრომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო აეროპორტის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ეკონომიკისთვის და პოსტპანდემიურ პერიოდში, ტურიზმის მოზიდვის თვალსაზრისით, ქვეყნის მაღალი კონკურენტუნარიანობისთვის.

სამუშაოები 2021 წლის თებერვალში დასრულდება და გაფართოების შემდგომ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი წელიწადში 1 200 000 მგზავრს მოემსახურება.

პროექტში „ტავ ჯორჯია“ 14 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას ახორციელებს.