გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ბათუმში COVID 19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

29-06-2020

ბათუმში covid19-ის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ორივე პაციენტი შუახნის მამაკაცია. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან და ბოლო 24 საათის განმავლობაში სარფის საბაჟო გადმოკვეთეს.

მათ საბაჟოზე თერმოსკრინინგის დროს ტემპერატურა დაუფიქსირდათ, ისინი საზღვრიდან პირდაპირ ცხელების ცენტრში გადაიყვანეს.

ლაბორატორიული კვლევის შედეგად კი კორონავირუსი დაუდასტურდათ. ინფიცირებულები კლინიკა "მედალფაში" მოათავსეს.

მედიკოსების ინფორმაციით, ამ შემთხვევაში ვირუსი მსუბუქი სიმპტომატიკით მიმდინარეობს და პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

აღსანიშნავია, რომ აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 30 აპრილის შემდეგ დღეს პირველად დაფიქსირდა.

rustavi2