30-06-2020
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, პირველ მოადგილესთან დავით ღუდუმიძესთან, ლენტეხის მერთან ბადრი ლიპარტელიანთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი გაზდელიანთან ერთად, სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
არჩილ ჯაფარიძის განცხადებით რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს, შემსრულებლების მხრიდან დაცულია როგორც შესრულების ხარისხი, აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროს მიმდინარე რეკომენდაციები.