გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აგვისტო 2025    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ქალაქ ჯვარს უწყვეტი წყალმომარაგება ექნება

28-02-2018

ქ. ჯვარის მოსახლეობას წლის ბოლოდან  უწყვეტი წყალმომარაგება ექნება.   ინფრასტრუქტურულ პროექტის განხორციელებისთვის 19 მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოების დასრულების შედეგად,  10 000-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი 24 საათიანი, ხარისხიანი სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. 
მიმდინარე სამუშაოებს  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან, გიორგი კობერიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებთან ერთად ადგილზე გაეცნო. 
პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელის, სატუმბი სადგურის, ჭაბურღილებისა და რეზერვუარის მშენებლობა-რეაბილიტაციას.  
ქ, ჯვარს, ამორტიზებული წყალმომარაგების ქსელის გამო, ათეული წლებია წყალი შეფერხებით მიეწოდება.  
პროექტს, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით,  გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ახორციელებს.  სამუშაოებს აზერბაიჯანულ კომპანია "Aშ Iნსჰაატ-N“-ი ასრულებს,  რომელსაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.