გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით ოზურგეთში შეხვედრა გაიმართა

28-02-2018

აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებით გურიაში საინფორმაციო შეხვედრები მიმდინარეობს. 
ოზურგეთში პროფესიულ კოლეჯ „ჰორიზონტში“გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფიშვილი და სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მოსახლეობას, ფერმერებს, რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 
ზურაბ ჩეკურაშვილმა მავნებლის საწინააღმდეგო სახელმწიფო სტრატეგიასა და ხედვაზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს სახელმწიფოს მხრიდან მასშტაბური ღონისძიებები ჩატარდება და ამ მიმართულებით სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ ხელისუფლებასთან კვლავაც აქტიურად ითანამშრომლებს. ქეთევან მოისწრაფიშვილმა ხაზი გაუსვა მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის მნიშვნელობას და განაცხადა რომ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, ასეთი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.