გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

წნორში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

8-07-2020

წნორში, სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ მომხდარი  ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

 

ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის, ნანა თამაზაშვილის ინფორმაციით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილია ორი პაციენტი, არასრულწლოვანი. ერთს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მეორე პაციენტს პოლიტრავმა. საშუალო სიმძიმის არის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, მეორე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან პოლიტრავმაა და სავარაუდოდ, კატასტროფის ბრიგადით გადავა პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში," -განაცხადა ნანა თამაზაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.