გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

წნორში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა

8-07-2020

წნორში, სოფელ მაჩხაანის მიმდებარედ მომხდარი  ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი არასრულწლოვანი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით,  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა.

 

ავარიის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის, ნანა თამაზაშვილის ინფორმაციით, ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას თავის ტვინის შერყევა აქვს, მეორე დაშავებულის მდგომარეობა კი მძიმეა.

 

„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ, ავტოსაგზაო შემთხვევიდან შემოყვანილია ორი პაციენტი, არასრულწლოვანი. ერთს აღენიშნება თავის ტვინის შერყევა, მეორე პაციენტს პოლიტრავმა. საშუალო სიმძიმის არის ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა, მეორე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან პოლიტრავმაა და სავარაუდოდ, კატასტროფის ბრიგადით გადავა პაციენტი თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში," -განაცხადა ნანა თამაზაშვილმა.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.