9-07-2020
გაუჩინარებული 48 წლის მამაკაცის ახლობლები და ნათესავები ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას და აქციის გამართვას გეგმავენ, იმ შემთხვევაში თუ 2 დღეში პოლიცია კიდევ ვერ მიაკვლეს გიორგი შავერდაშვილის ადგილსამყოფელს.
ხაშურელი მამაკაცი ოჯახის წევრებმა ბოლოს 7 დღს წინ სამსახურში წასვლამდე ნახეს. ის თბილისში ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა. 7 დღიანი ძებნის შედეგად ნაპოვნია მისი მობილური ტელეფონი, რომელიც ოჯახის ახლობელმა გლდანის მე-4 მიკრორაიონის
მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა.
გაუჩინარებული მამაკაცის ძმა ზურაბ შავერდაშვილი ამბობს, რომ მის ძმას კონფლიქტი მხოლოდ ყოფილ მეუღლესთან ქონდა.
,,ჩემი ძმა ძალიან ჭკვიანი და წესიერი ბიჭია. კონფლიქტი არავისთან ქონია, ერთადერთი მის ყოფილ მეუღლესთან ქონდა უთანხმოება ბოლო 2 წლის განმავლობაში. პოლიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ჩემი ძმა იპოვოს, მაგრამ თუ 2 დღეში კიდევ არ გამოჩნდა, ვგეგმავთ ნათესავებმა ცენტრალური მაგისტრალი გადავკეტოთ და აქცია გავმართოთ. 7 დღის განმავლობაში დაკითხულია ყველა პირი, მათ შორის ტაქსის მძღოლი, რომელმაც ჩემი ძმა ხაშურიდან თბილისში წაიყვანა გაუჩინარებამდე. ნაპოვნია ასევე გიორგის მობილური ტელეფონი, ახლობელმა ის გლდანის მე-4 მიკრორაიონში ნახა, სადაც ჩემი ყოფილი რძალი ცხოვრობს,“- გვიყვება ზურაბ შავერდაშვილი.