14-07-2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი RS CAR ქედაში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებს ადგილზე მოემსახურა. მომსახურების დეპარტამენტის თანამშრომლებმა მეწარმეებს, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციებისა და საგადასახადო შეღავათების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს.
შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა გადამხდელებს პროგრამული უზრუნველყობა https://www.rs.ge/kompensacia წარუდგინეს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი.
მოძრავი სერვისცენტრის დახმარებით, გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს, ადგილზე მიიღოს ისეთი ელექტრონული სერვისები როგორიცაა: კონსულტაცია საქართველოს საგადასახადო კოდექსის სხვადასხვა ნორმატიული აქტების გამოყენებასთან დაკავშირებით, ავტორიზაციის შემდგომ განაცხადების მიღება, ასევე მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება/გაუქმება და ა.შ.
შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი (მიკროავტობუსი) აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკური საშუალებით, რათა გადასახადების გადამხდელებმა შეძლონ, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სხვადასხვა სახის ელექტრონული სერვისი.