გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ასეთ მდგომარეობას ბათუმში ვერავინ წარმოიდგენდა – ფოტოები ზღვისპირა ქალაქიდან

17-07-2020

პოსტპანდემიურ ზაფხულს დამსვენებელი ზღვის სანაპიროზე არ ატარებს. განსავითარებელი შიდატურიზმი ივლისის თვეში, ზღვაზე, აშკარად არ ამუშავდა.

 

„პრაიმტაიმის“ ობიექტივში ბათუმის ცარიელი კაფეები მოხვდა. ფოტოები კაფეების ე.წ. „თრეფიკის“ დროს არის გადაღებული – 19 საათიდან 21-ი საათის ჩათვლით.

 

თუმცა როგორც ხედავთ, პირველი ზღვისპირა ქალაქის ღია კაფეები ძირითადად ცარიელია. კაფეების მიმტანები მოწყენით ამბობენ, რომ ივლისში ასეთი სეზონი ჯერ არ უნახავთ.

 

 


 

„ალბათ, პანდემიის ბრალია. ექიმების რეკომენდაციას ითვალისწინებენ თუ უფულოდაა ხალხი, ფაქტია, ვერ ვმუშაობთ“ ,- “პრაიმტაიმს” პასუხობს ერთ-ერთი კაფის მიმტანი.

 

 


 

რეგულაციას არც შეზლონგების გამქირავებლები ითვალისწინებენ და დაანონსებულ უსაფრთხოების წესებს არავინ ასრულებს. ადგილებზე, რომლებიც „პრაიმტაიმმა“ დააფიქსირა, შეზლონგებს სპირტით არავინ წმენდს…

 

 

 

 



პრაიმტაიმი