გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელი საწარმო გაფართოვდა

21-07-2020

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი და ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, რძის გადამმუშავებელ საწარმოში „წინწყარო+“ იმყოფებოდნენ, სადაც წარმოების პროცესს გაეცნენ.

„ქვემო ქართლის რეგიონში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, შპს „წინწყარო+“ წარმოებას აფართოებს. შეღავათიანი აგროკრედიტით საწარმოში სპეციალური დანადგარები შეიძინეს, რაც ყველის წარმოებასთან ერთად რძისა და მაწვნის წარმოების საშუალებას იძლევა. შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარს შეადგენს, მნიშვნელოვანია, რომ ბენეფიციარს მხოლოდ 1,5%-ის გადახდა უწევს, ხოლო 11%-ს სახელმწიფო ფარავს“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. 

როგორც მხარის რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო პროგრამები მნიშვნელოვანი მოტივაციაა ადგილობრივი წარმოების განვითარებისათვის. 

შპს „წინწყარო+“ შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში გაფართოვდა, ყველის წარმოების პროცესს რძისა და მაწვნის წარმოების ხაზი დაემატა. საწარმოში დამატებით 225,000 ლარის ინვესტიცია განხორცილდა, საიდანაც შეღავათიანი აგროკრედიტი 155,000 ლარია, ბენეფიციარის ინვესტიცია შეადგენს 70,000 ლარს. საწარმო დღიურად 4 ტონა რძეს გადაამუშავებს, ხოლო წარმოებული პროდუქციის რეალიზაციას ბრენდით „წინწყარო+“ თბილისის მაღაზიებში ახდენს. საწარმოში 25 ადგილობრივია დასაქმებული. 

2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, 200-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდა, ხოლო 900-ზე მეტი გაფართოვდა.