გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

31-07-2020

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ჯანდაცვის სფეროში ოთხწლიანი მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამთავრობო გუნდმა მას ნდობა გამოუცხადა და ქობულეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა, რის გამოც, მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, მიქელაძე საქმიანობას საკანონმდებლო ორგანოში განაგრძობს.
„სამთავრობო გუნდმა ნდობა გამომიცხადა და წარდგენილი ვარ მაჟორიტარობის კანდიდატად. მოქალაქეების მხარდაჭერის შემთხვევაში, ჩემს მისიას წარმატებით განვაგრძობ უკვე საკანონმდებლო ორგანოში. სხვადასხვა ჯგუფის მიერ სამთავრობო რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით ზედმეტი კითხვები რომ არ დაისვას, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ მთავრობას გადადგომის თხოვნით მივმართავ“, - განაცხადა მიქელაძემ.


აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას მიქელაძის ყოფილი პირველი მოადგილე, ნინო ნიჟარაძე დაიკავებს. ნიჟარაძე დასახელებულ პოსტზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ წარადგინა.