გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    იანვარი 2026    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა

31-07-2020

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ „იმედინიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. ჯაფარიძემ შესაბამისი განცხადებით, თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მთავრობას დღეს მიმართა.


რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორად არჩილ ჯაფარიძე 2017 წლის აგვისტოში დაინიშნა. 2014-2017 წლებში ეკავა რაჭა-​ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილის თანამდებობა. მანამდე იყო ​ამბროლაურის საკრებულოს წევრი.


imedinews.ge