გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში თანამდებობა ოფიციალურად დატოვა

31-07-2020

სახელმწიფო რწმუნებულმა კახეთში, თანამდებობა ოფიციალურად დატოვა. განცხადება გადადგომის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს უკვე წარუდგინა.

მხარის გუბერნატორმა მედიას ოთხწლიანი მუშაობის შედეგები გააცნო და რეგიონის მთავარი პრიორიტეტები და პრობლემები დაასახელა.

„ამ წლების განმავლობაში, პრიორიტეტული იყო განათლება, ტურიზმი, ინფრასტრუქტურა და სოფლის მეურნეობა, სადაც ბევრი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით და წარმატებებსაც მივაღწიეთ. გვაქვს გამოწვევები რეგიონის წყალმომარაგების, მუნიციპალური ტრანსპორტის, სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის თვალსაზრისით. მინდა გითხრათ, რომ კახეთი ლიდერია დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის კუთხით და ბევრი პროექტის დაფინანსება მოვიპოვეთ. ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ თელავის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იქნება, რაც, ამ ქალაქიას პოტენციალს, კიდევ უფრო მეტად წარმოაჩენს. რაც შეეხება, პანკისის ხეობას, ისიც ისეთივე ნაწილია დანარჩენი კახეთის და ყოველთვის წინააღმდეგი ვარ, რაიმე საკითხის რელიგიურ, ან ეთნიკურ აჭრილში განხილვის. მინდა დაგარწმუნოთ, რომ თელავის აეროპორტისა და თუშეთის მიმართულებით , საბაგირო გზის მშენებლობას, ეს პროექტებად არ დარჩება. რაც შეეხება, ჩემს მთავარ კონკურენტს არჩევნებში, ეს ის გამოწვევები იქნება, რაც ჩვენს მოსახლეობას აქვს“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ქადაგიშვილი, „ქართული ოცნება- დემოკრატიულმა საქართველომ“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, ახმეტა- თელავი- ყვარელი ლაგოდეხის ოლქში დაასახელა. ქადაგიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულად, 2016 წელს დაინიშნა.

ახალი გუბერნატორის წარდგენამდე, სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობას, ამჟამინდელი პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი შეასრულებს.

პია