31-07-2020
დედოფლისწყაროში, ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 70 წელს გადაცილებული მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მეზობლებმა დასახმარებლად პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მამაკაცი გარკვეული დროის განმავლობაში არ გამოჩნდა.
წინასწარი ინფორმაციით, ხანში შესული მამაკაცი გულის შეტევით გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონულ კვირას ” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115 -ე მუხლით მომდინარეობს.