გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

თორნიკე რიჟვაძე შუახევში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

1-08-2020

შუახევში, დაბის განვითარების პროექტის ფარგლებში, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რაც გულისხმობს დაბის ქუჩების კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში ეწყობა საყრდენი კედლები, სანიაღვრე არხები, საფეხმავლო ბილიკი. დამონტაჟდება გარე განათება. პროექტით გათვალისწინებულია დასასვენებელი პარკის, ფანჩატურის და ეზოების კეთილმოწყობა.

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, აქტიურად მიმდინარეობს ზამლეთი-ხიხაძირის მიმართულებით საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე დასრულდა ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტების, სანიაღვრე მილების, საყრდენი კედლების მოწყობა და მიმდინარეობს ორფენიანი ასფალტ-ბეტონის დაგების მოსამზადებელი სამუშაოები. აღნიშნული გზით ხულოს მუნიციპალიტეტი უკავშირდება სხალთის ხეობას, რაც ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მიმართულებაა.