გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

თსუ-ს რექტორად კვლავ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს

4-08-2020

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ გიორგი შარვაშიძე აირჩია.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კახა ლორიას თქმით, „ფარული კენჭისყრის პროცესი მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდა. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან ხმის მიცემის პროცესში 37 წევრმა მიიღო მონაწილეობა. გიორგი ბარამიძემ მიიღო - 1 ხმა, ცირა ბარამიძემ - 1 ხმა, გიორგი შარვაშიძემ -32 ხმა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. არჩევნებს 2 დამკვირვებელი აკვირდებოდა. შედეგად, უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ მომდევნო 4 წლის ვადით რექტორად გიორგი შარვაშიძე აირჩია.“ მისივე თქმით, არჩევნების შედეგები გადაეგზავნა აკადემიურ საბჭოს, რომელმაც გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება ცნო.
აკადემიური საბჭოს წევრის რევაზ შანიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღების დროს აკადემიურმა საბჭომ იხელმძღვანელა იმ კონცეფციებით, რომელიც რექტორობის კანდიდატებს ჰქონდათ წარმოდგენილი. „ჩვენ გვქონდა საშუალება გავცნობოდით კონცეფციებს და გავსაუბრებოდით კანდიდატებს. გიორგი შარვაშიძეს აკადემიური საბჭოს მხარდაჭერა ნამდვილად ქონდა. მან 4 წლის განმავლობაში კარგად წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და წარმოადგინა უნივერსიტეტის განვითარების საინტერესო გეგმა.“-აღნიშნა აკადემიური საბჭოს წევრმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში 3 კანდიდატი მონაწილეობდა: გიორგი ბარამიძე, ცირა ბარამიძე, გიორგი შარვაშიძე. თსუ რექტორობის კანდიდატებს აკადემიური საბჭოს წევრები ZOOM-ის პლატფორმის მეშვეობით გაესაუბრნენ, რის შემდეგაც გაიმართა კენჭისყრა.

რექტორობის კანდიდატების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია საჯარო იყო და ხელმისაწვდომი ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.