გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930 

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე ასფალტი იგება

5-08-2020

ქალაქ ახალციხეში, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის მე-3, დამამთავრებელი ეტაპი აქტიურ რეჟიმში გრძელდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, გზის 700 მეტრიან მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის პირველი ფენა.

1100 მეტრი სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება და მოეწყობა საყრდენი კედელი.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის ქუჩაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები 2019 წელს დაიწყო, I ეტაპზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთს; II ეტაპზე, გზის 250 მეტრიან მონაკვეთზე საფეხმავლო ბილიკები, საყრდენი კედლები და ღობეები მოეწყო.

მიმდინარე, III ეტაპის სამუშაოებით კი მთლიანად დასრულდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე.