| « იანვარი 2026 » | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|
| ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
| 1 | 2 | 3 | 4 | |||
| 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 |
| 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 |
| 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 |
| 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
3-03-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალშვილიან დედებს ერთჯერად ფულად დახმარებას გადასცემს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მრავალშვილიანი მშობლების დახმარების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 3 მარტის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად ფულად დახმარებას 250-ზე მეტი ის ბენეფიციარი მიიღებს, ვისაც ოთხი და მეტი შვილი ჰყავთ. დახმარების ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან შვილზე 100 ლარია.
”ადგილობრივი ბიუჯეტიდან მრავალშვილიანი დედების დახმარებისთვის 90 000 ლარზე მეტი დაიხარჯება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ინტერპრესნიუსი"