გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ფერმერები სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის პროგრამებით შეუფერხებლად სარგებლობენ

7-08-2020

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერები და მეწარმეები სახელმწიფოსგან მნიშვნელოვან მხარდაჭერას იღებენ.

7აგვისტოს მონაცემებით:

• სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების სახელმწიფო პროგრამისფარგლებში, 132,000-ზე მეტფერმერს უკვე დაერიცხა აგროქულები. დარიცხული სუბსიდიის ოდენობა 24მლნ ლარს აჭარბებს. აგროქულების დარიცხვა გრძელდება.

• აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამით,112,000-მდებენეფიციარმა 29,000ტონაზემეტი მოცულობის აგროდიზელის ფასდაკლების ბარათები მიიღო. იმ ფერმერებმა, რომლებმაც უკვე გაანაღდეს ფასდაკლების ბარათები, ჯამურად, 3,600,000ლარამდე დაზოგეს.

• აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში2020 წლის 31 ივლისის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში გაცემულია 16,000-ზე მეტი პოლისი. დაზღვეულია 17,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34 %-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის ღირებულება 150 მლნ ლარს აღემატება.

• მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმერეთის, კახეთის, სამეგრელო და ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონიდან შემოსულია 1000-ზე მეტი განაცხადი.

• შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით,ერთწლოვანი კულტურების მოყვანის მიმდინარე ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფისათვის, სახელმწიფო 6 თვის საპროცენტო განაკვეთს სრულად ფარავს. გაცემულია 1707 აგროსესხი, სესხის თანხა, ჯამურად, 31 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, სააგენტოს მიერ პროცენტის გასაცემი თანადაფინანსება 2,5 მლნ ლარს აჭარბებს.

• აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამაში ჩართულია 387 ბენეფიციარი, მათ შორის სასოფლო-სამეურნე ტექნიკის ღირებულების 50-% დაუფინანსდა 252 ბენეფიციარს, ხოლო სასათბურე მეურნეობის მოწყობისთვის და მოდერნიზებისთვის შესასყიდი ძირითადი საშუალებების შეძენის და მათი სამონტაჟო სამუშაოების, ასევე, ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის სარწყავი სისტემის შესყიდვასა და მონტაჟისათვისათვის 135 ბენეფიციარის განაცხადი დაკმაყოფილდა.