გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

ატენის ხეობაში მეღვინეებთან ადგილწარმოშობის ღვინოებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

7-08-2020

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, მთელი საქართველოს მასშტაბით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტს ახორციელებს. უწყების ინფორმაციით, პროექტი მეღვინეებისთვის სხვადასხვა თემატიკის ტრენინგების ჩატარებას გულისხმობს და მათი შესაძლებლობების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ღვინის მწარმოებელთა ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ატენის ხეობაში მცხოვრებ მეღვინეებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე „ადგილწარმოშობის ღვინოები და ხარისხი“.

„შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ყურადღება გაამახვილა ვაზის სერტიფიცირებული ნერგების ხელმისაწვდომობაზე და იმ ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რომლითაც სახელმწიფო მეღვინეებს ეხმარება. მეღვინეებს შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუგზარ სამხარძეც ესაუბრა, რომელმაც ხაზი გაუსვა შიდა ქართლის რეგიონში არსებულ ადგილწარმოშობის უნიკალური ჯიშების შემდგომ გაფართოებსა და გავრცელების საკითხებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონიში ტურიზმის განვითარებას.

შეხვედრის ფარგლებში, სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სურსათის და ღვინის ეროვნული სააგენტოების წარმომადგენლებმა ვენახის გაშენება-მოვლიდან საბოლოო პროდუქტამდე გასავლელი პროცესი მიმოიხილეს. ადგილობრივმა მეღვინეებმა, რომლებიც „ატენურის“ ღვინის სახეობას აწარმოებენ, სამინისტროს წარმომადგელებისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია „ატენურის“ მიკროზონის თავისებურებების, ჯიშების ტექნოლოგიური პოტენციალის, მარნის ჰიგიენისა და მოწყობილობების, დაავადებების, ეტიკეტირების, შენახვის პირობების, სერტიფიცირების და ექსპორტის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე მოყვანილი ყურძნის ქართლის ჯიშების წარდგენა და ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ატენის ხეობაში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 20-ზე მეტი ადგილობრივი კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.