გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის 6 ათეულ წელზე მეტი ხნის წინ შექმნილ ფილმს რესტავრაცია ჩაუტარდა

7-08-2020

საქართველოს ეროვნულ არქივში დოკუმენტურ ფილმს „საქართველოს კურორტებზე“ ციფრული რესტავრაცია ჩაუტარდა.

61 წლის წინათ საქართველოს კურორტების პოპულარიზაციისათვის რეჟისორ შალვა ჩაგუნავას გადაღებულ ფერად ფილმს ფერები, ფაქტობრივად, დაკარგული ჰქონდა.

საქართველოს ეროვნული არქივის 4K გარჩევადობის სკანერზე ფილმის მაღალი ხარისხის ციფრული ასლი შეიქმნა. ამან ფილმის რესტავრატორებს საშუალება მისცა მოეხდინათ ფერისა და სინათლის კორექცია, დაზიანებების ციფრული გაწმენდა, ასევე, ხმის გასუფთავება და სინქრონიზაცია. რესტავრაციის პროცესი 6 თვეს გრძელდებოდა.

20-წუთიან ფილმში „საქართველოს კურორტებზე“ წარმოდგენილია საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამთო და საზღვაო კურორტები. სცენარის ავტორია ია მესხი, ოპერატორი ლევან არზუმანოვი. ფილმი გადაღებულია საქართველოს ქრონიკალურ-დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული ფილმების სტუდიაში. ფილმის დედანი დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივში.

ეროვნული არქივის ინფორმაციით, სამომავლოდ იგეგმა რესტავრირებული ფილმის ჩვენება ფართო საზოგადოებისათვის, ასევე, საარქივო ფილმების ფესტივალებში მონაწილეობისათვის წარდგენა.