გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

თეა ახვლედიანი: არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება შერიგდეს

8-08-2020

„არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება შერიგდეს და დასრულდეს ადამიანების ტანჯვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ამ მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგების სიმძიმეს“-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაღუპული სამხედროების ხსოვნას მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო. სახელმწიფო მინისტრი დაღუპული გმირების მშობლებსა და ოჯახების წევრებს ესაუბრა.

„ნება მიბოძეთ პირველ რიგში დღევანდელ დღეს მივუსამძიმრო ჩვენი გმირების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი მოგეხსენებათ არის ყველაზე ტრაგიკული და უმძიმესი თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, რომელმაც შეიწირა ასობით მშვიდობიანი თანამემამულე. ჩვენ დავკარგეთ მებრძოლები, ჯარისკაცები და გმირები, რომლებიც თავიანთი პატრიოტული სულისკვეთებით და მამაცი სიცოცხლით დარწმუნებული ვარ კიდევ არაერთხელ შეიტანდნენ წვლილს ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობის, მშვიდობის და დამოუკიდებლობის განმტკიცების საქმეში. დღესაც 12 წლის შემდეგ ჩვენი მოსახლეობა როგორც გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში არის უმძიმეს, ხშირ შემთხვევაში გაუსაძლის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებში, უხეშად ირღვევა მათი ფუნდამენტური უფლებები. ჩვენ ვართ მოწოდებული დავასრულოთ ეს რეჟიმი იმ თვალსაზრისით, რომ ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებების ჭრილში, შევამსუბუქოთ ამ ადამიანების მდგომარეობა კონფლიქტის სრულფასოვან პოლიტიკურ გადაწყვეტამდეც კი. მთავრობის უმთავრესი ამოცანა დღეს არის, რომ არ დავიშურებთ ძალ-ღონეს, არ დავიშურებთ ძალისხმევას, რომ ომით გახლეჩილი საზოგადოება შერიგდეს რაც შეიძლება სწრაფად და დასრულდეს ადამიანების ტანჯვა, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან ამ მოუგვარებელი კონფლიქტის შედეგების სიმძიმეს“-განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.