8-08-2020
2008 წლის აგვისტოს ომის მე - 12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის გურიის სამმართველოს უფროსმა, გელა ბაქანიძემ, გურიის გუბერნატორმა, თამაზ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, ადგილობრივმა ვეტერანებმა, ოზურგეთში, საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირს პატივი მიაგეს.
შემდეგ, ისინი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ოზურგეთელი მებრძოლების _ თამაზ ნიკიტინის, ზაურ თენიეშვილის და თამაზ ჭიტაძის საფლავებზე იმყოფებოდნენ, სადაც სამშობლოსათვის დაღუპულ ჯარისკაცების განსასვენებელი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს, მათ ხსოვნას პატივი მიაგეს და დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატეს.