გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

რუსლან აბაშიძემ რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2020

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანმა, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს მათ ხსოვნას.

"საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებულ ომს უამრავი ადამიანური მსხვერპლი და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% ოკუპაცია, ეკონომიკური ზარალი და დევნილების ახალი მრავალრიცხოვანი ტალღა მოჰყვა. ოკუპაცია უხეშად არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მნიშვნელოვნად აფერხებს შერიგების პროცესს. საოკუპაციო რეჟიმი დღემდე აგრძელებს მილიტარისტულ პოლიტიკას ოკუპირებულ ტერიტორებზე მცხოვრები საზოგადოების მიმართ, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის აფხაზი ეთნოსის, კულტურისა და ენის არსებობას.

ჩვენ არასოდეს შევეგუებით ოკუპაციას და საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან ერთად, საერთაშორისო სამართლის პრინციპების შესაბამისად ყველა ღონეს ვიხმართ ჩვენი სამშობლოს დეოკუპაციის, კონფლიქტის მშვიდობიანი სრულმასშტაბიანი მოგვარებისა და დევნილების ღირსეული დაბრუნებისთვის", - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.