გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში ალტერნატივა არ აქვს

14-08-2020

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეჯოში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს დავით სონღულაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„დავით სონღულაშვილი არის პარლამენტის გამორჩეული წევრი, რომელიც ნიჭიერებითა და კრეატიული იდეებით გამოირჩევა. მჯერა, რომ იგი საუკეთესოდ მოემსახურება კახეთის რეგიონის მოსახლეობას და საქართველოს პარლამენტში მათ ინტერესებს დაიცავს“, - განაცხადა მან.

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დაცულია მოქალაქის თავისუფლება, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა.

„მთავარი მონაპოვარი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ და პირადად ბიძინა ივანიშვილის მოსვლამ განაპირობა, ეს არის მშვიდობა, სტაბილურობა და თითოეული მოქალაქის თავისუფლება“, - განაცხადა მან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა საღად და პასუხისმგებლობით უყურებს 2020 წლის არჩევნებს. შესაბამისად, „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ღრმად ვართ დარწმუნებული გამარჯვებაში. ვინაიდან ალტერნატივა ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს პარტიას ქვეყანაში არ აქვს“, - აღნიშნა მან.