გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სოფო კილაძე: საზოგადოების დიდი ნაწილი ხედავს, ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად

15-08-2020

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე, 2008 წლის ომთან დაკავშირებით, წინა ხელისუფლების მიერ ევროსაბჭოს რეზოლუციის მხარდაჭერას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„იმ რეზოლუციას ღიად დაუჭირეს მხარი, რომლის თანახმად, ომი საქართველომ დაიწყო და ლოგიკურად, ოკუპაციაც, საქართველოს დანაშაულით მოხდა. ამის შემდეგ, ეს პოლიტიკური ძალა ბრალს სდებს „ქართულ ოცნებას“, თითქოს ჩვენ ვატარებთ ოკუპანტის ინტერესს და გამოგვყავს საქართველო ომის დაწყების ინიციატორად. ამ უკანასკნელს, ყოველდღიურად ააქტიურებენ მათი პროპაგანდის ტელე თუ ინტერნეტ მედიასაშუალებები. ვინ ემსახურება ოკუპანტს რეალურად? -ფაქტი ჯიუტია და დასკვნის გაკეთება არ უჭირს ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს პროპაგანდა საზოგადოების მცირე ნაწილზე ზეგავლენას მაინც ახდენს. საზოგადოების ამ ნაწილს ვთხოვდი, ფაქტების და შედეგების მიხედვით შევაფასოთ უახლოესი წარსული და ის დიდი ტრაგედია, რაც ქვეყანას დამართეს. როდის იყო პროპაგანდის საფუძველზე ადამიანს სწორი დასკვნა გამოჰქონდა?!“​-განაცხადა კილაძემ.