გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

ბექა ლილუაშვილი Fitch-ის რეიტინგზე: ეს არის ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის

17-08-2020

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის დადასტურება, განსაკუთრებით გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკისთვის გამოწვევები იზრდება, ეს არის ძლიერი სიგნალი საერთაშორისო საინვესტიციო საზოგადოებისთვის, რომ ქვეყანაში არის მაღალი ხარისხის მაკროეკონომიკური მენეჯმენტი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ნათლად ხაზს უსვამს პოზიტიურ შეფასებებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პოლიტიკის ბიზნესგარემოს ინსტიტუციურ სიძლიერესა და მმართველობის მაღალი ხარისხის მიმართ, რომლის პირობებშიც, შესაძლებელია, რომ ქვეყანა სწრაფად გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან და მომდევნო წლის განმავლობაში, ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკური ზრდა 4,5 პროცენტის ფარგლებში იქნება.

„გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია მნიშვნელოვანი პოზიტიური შეფასებები ეკონომიკური პოლიტიკის სანდოობის თვალსაზრისით, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ქვეყნის მდგრადობას საგარეო შოკების მიმართ. რაც შეეხება კრიზისის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას, აქაც, სააგენტო აფასებს მთავრობის და ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს. რაც შეეხება მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას, ორგანიზაცია თვლის, რომ მოთხოვნის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური აქტივობის გაჯანსაღების ერთ-ერთი ძირითადი წყარო ის ღონისძიებები იქნება, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში განახორციელა. ასევე, მნიშვნელოვანწილად დიდი როლი ითამაშა ეკონომიკის სწრაფად და ეფექტიანად გახსნამ, რამაც საშუალება მისცა ეკონომიკას, რომ წლის პირველი ნახევრის განმავლობაში სწრაფად აღდგენილიყო ეკონომიკური აქტივობა და შესაბამისად, წლის მეორე ნახევარში, ორგანიზაციის შეფასებით, ეკონომიკა დაიწყებს არსებითად გაჯანსაღებას, რაშიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მთავრობის მიერ განხორციელებული კაპიტალური პროექტები და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება, ე.წ. ფისკალური სტიმულები, ასევე, ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოხმარების ზრდას და ასევე მნიშვნელოვანი იქნება ეროვნული ბანკის მიერ შერბილებული მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკური აქტივობის ზრდას“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.