გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2025    »
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031 

ქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში პატრულირება განახორციელეს

17-08-2020

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულმა I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის „ბრავო“ ასეულმა, საზღვაო ქვეითების საქართველოს მეკავშირე ჯგუფმა და ავღანეთის ნაციონალური ჯარის წევრებმა ერთობლივი პატრულირება ჩაატარეს.

ქვეითი პატრულირების ამოცანას ბაზის გარე პერიმეტრის რეკოგნოსცირება და უსაფრთხოების ზომების დაცვა წარმოადგენდა. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ ბაგრამის მთავრობის წარმომადგენელს ფარვანის პროვინციიდან, ბაგრამის საავიაციო ბაზის გარე პერიმეტრის უსაფრთხოების საკითხების უზრუნველყოფის გეგმა გააცნო.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის „მისიას 7 თვის განმავლობაში შეასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.