გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

გიორგი ხოჯევანიშვილმა გორისა და კასპის მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

19-08-2020

გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

დეპუტატობის კანდიდატმა პირველი შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთში გამართა. ასევე, შეხვედრა მოეწყო სოფლების - ნადარბაზევისა და ნაწრეტის მოსახლეობასთან.

დეპუტატობის კანდიდატის თქმით, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ოკუპაცია რჩება და ხურვალეთში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული მხარდაჭერა და ხელშეწყობა სჭირდებათ. როგორც კანდიდატმა აღნიშნა, ხურვალეთში, ნადარბაზევსა და ნაწრეტში უკვე დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო ნადარბაზევში მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის სამუშაოები.

გიორგი ხოჯევანიშვილი გორისა და კასპის 183 სოფლის მოსახლეობასთან გეგმავს შეხვედრას.