გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930 

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება სრულდება

20-08-2020

მასწავლებლობის მსურველთა გამოცდების შედეგების გამოქვეყნება დღეს დასრულდება. 14:00 საათზე გამოქვეყნდება უცხოური ენების, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდების შედეგები. შედეგების ნახვა შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგ ვერდებზე: www.naec.ge და online.naec.ge

შედეგების გაგებას მასწავლებლობის მსურველები მოკლე ტექსტური შეტყობინებითაც შეძლებენ. ამისათვის მათ მობილური ტელეფონიდან (მაგთი, ჯეოსელი) საკუთარი საგამოცდო საიდენტიფიკაციო ნომერი უნდა გააგზავნონ ნომერზე 93333 (მომსახურების საფასური 0.50 ლარი ჩამოიჭრება ანგარიშიდან).

იმ შემთხვევაში, თუ გამოცდებში მონაწილე არ ეთანხმება შეფასებას, მას შესაძლებლობა ექნება მიმართოს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს სააპელაციო განაცხადით.

სააპელაციო პროცესი 21 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყება 25 აგვისტოს 18:00 საათზე დასრულდება. განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge და www.naec.ge.

მასწავლებლობის მსურველებისათვის საგამოცდო პროცესი 22 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. წელს საგნობრივ გამოცდაზე დარეგისტრირებული იყო 12 000-მდე აპლიკანტი.