გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30 

სარეაბილიტაციო კურსის პროგრამის ფარგლებში 14 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს

20-08-2020

შშმ პირის სტატუსის მქონე ბენეფიციართა სარეაბილიტაციო კურსის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 14 ბენეფიციარი ურეკში მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებს.

ბენეფიციართა პირველი ნაკადი (7 ბენეფიციარი ) ურეკში სასტუმროს ტიპის კომპლექსში 10 დღეს გაატარებს.

ბავშვები თანმხლებ პირებთან ერთად დღეს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ და საკრებულოს დეპუტატმა გიგი გვარჯალაძემ გააცილეს.

პროგრამის მხარდამჭერია ასოციაცია „საბა“.

"მნიშვნელოვანია, რომ 10 დღის განმავლობაში ჩვენი შვილები მიიღებენ ექიმის კონსულტაციას და ამასთან ერთად მაგნიტურ ქვიშებზე დაისვენებენ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ ამის შესაძლებლობა მოგვეცით", - განაცხადა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ინეზა კვაჭაძემ.
აღნიშნულ პროგრამას მუნიციპალიტეტის მერია 10 000 ლარით აფინანსებს.