გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

სკოლები 15 სექტემბრიდან გაიხსნება, 1-ლი ოქტომბრიდან კი საბავშვო ბაღები

26-08-2020

15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები, – ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. შესაბამისად, როგორც თქვენთვის ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, 1-ლი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები.

ჩვენ ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ უმაღლეს სასწავლებლებთან, რომლის შესახებაც მიღებულ გადაწყვეტილებას ეტაპობრივად მოგაწოდებთ“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.