გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

მოვუწოდებთ ზღვიპირა კურორტებზე მცხოვრებთ და ტურისტებს, ჩაიტარონ ტესტირება - ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

26-08-2020

შავი ზღვისპირეთში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება - ბათუმსა და ქობულეთში განთავსებულია დროებითი სამედიცინო პუნქტები, სადაც მიმდინარეობს ტურისტების ტესტირება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მანვე მოქალაქეებს მოუწოდა, გამოიყენონ ეს შესაძლებლობა და ჩაიტარონ უფასო ტესტირება Covid-19-ზე.

„მოვუწოდებთ ყველა იქ მყოფ ადგილობრივ მცხოვრებს და ტურისტს, რომ ისარგებლონ ამ მომენტით და ჩაიტარონ ტესტირება, რაც კიდევ უფრო ნათელს მოჰფენს არსებულ სურათს და კიდევ უფრო მეტ პრევენციას მოახდენს ეპიდემიოლოგიური ვითარების,“- განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.