გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930 

მიმდინარე წლის ბოლოს „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის პროექტი დაიწყება

27-08-2020

კომპანია „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტის პირველი ფაზა დასრულდა.ქართულ-ნიდერლანდურმა კონსორციუმმა „გეოჰოლდინგ& KSH“ კლასტერის კონცეფცია და სამუშაო გეგმა მმართველი საბჭოს წევრებს წარუდგინა.ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ესწრებოდნენ.

„იმერეთის აგროზონის რამდენიმეწლიანი პროექტის განხორციელება მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.მისი მიზიანია, სასათბურე მეურნეობებში წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს იმპორტირებული ბოსტნეული და სხვა სასოფლო- სამეურნეო პროდუქტი, ასევე მოხდეს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გატანა. შედეგად, რეგიონში ჩამოყალიბდება 220 ჰამიწისფართობზე გაშენებული სანიმუშო აგროწარმოების ზონა, რომლის წარმტების შემთხვევაში, მსგავსი მეურნეობები სხვა რეგიონებშიც შეიქმნება“, -აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

იმერეთის მხარის რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის განცხადებით, პროექტის განხორციელება შესაძლებლობას მისცემს იმერეთის რეგიონის მეწარმეებსა და ფერმერებს გაიზიარონ ევროპულიცოდნა და გამოცდილება და აწარმოონმაღალი ხარისხის საექსპორტო პროდუქცია. პროექტის ფარგლებში, დასაქმდება 900-ზე მეტი ადამიანი, რასაცმნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება იმერეთის რეგიონისთვის.

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერში დაგეგმილია სატრენინგო-სადემონსტრაციო ცენტრის ჩამოყალიბება, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ შეისწავლონ თანამედროვე სასათბურე ტექნოლოგიები და დასაქმდნენ სასათბურე მეურნეობებში. კლასტერის ტერიტორიაზე შეიქმნება ლოგისტიკური ცენტრიც, რომელიც უზრუნველყოფს წარმოებული პროდუქციის სხვადასხვა ბაზარზე წვდომას.

სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს.

ქართულ-ნიდერლანდური კონსორციუმი გასულწელს, „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე კლასტერის განვითარების პროექტზე გამოცხადებული საერთაშორისო კონკურსის საფუძველზე შეირჩა.

სასათბურე მეურნეობების კლასტერის კონცეფციის და სამუშაო გეგმის პრეზენტაციას „იმერეთის აგროზონის“ მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და იმერეთის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.