გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

ახალგორის მერის თქმით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ყოველ წუთს ელოდებიან

5-03-2018

ახალგორის მერის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ნებისმიერ წუთს შესაძლოა, ცხედარი ოჯახს დაუბრუნონ. მისივე ინფორმაციით, ე.წ. საზღვარზე მიმოსვლა გართულებულია.

"ყოველ წუთს ვუცდით ცხედარს, მაგრამ ეს როდის იქნება, არ ვიცით. ე.წ. საზღვარზე კი მიმოსვლა გართულებულია და ერთგვარი დაძაბული ფონი აღინიშნება", - განაცხადა ახალგორის მერმა ნუგზარ თინიკაშვილმა.


22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.



გავრცელებული ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა, თუმცა ოჯახი ვარაუდობს, რომ ის მოკლულია.

pia