« ივლისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
28 | 29 | 30 | 31 |
27-08-2020
პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და იძულების ფაქტზე კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიზაბავრაში, კ.პ.-მ და ი.გ.-მ იმ მოტივით, რომ მ.მ-ს ეღიარებინა კ.პ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ფულადი თანხის ქურდობის ფაქტი, მას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ამის შემდგომ, ბრალდებულებმა მ.მ. მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს კ.პ.-ს ავტომობილში, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც, კვლავ ცემით და მოკვლის მუქარით მ.მ.-ს მისივე დამარხვის მიზნით მიწის ამოთხრა აიძულეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები კ.პ. და ი.გ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 25 აგვისტოს დააკავეს.
კ.პ.-ს და ი.გ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ), 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 150-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (იძულება ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.