გამოკითხვა
სამართლიანად ჩატარდა თუ არა არჩევნები

სხვა გამოკითხვები

არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 

ქვეყნის მასშტაბით ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს

29-08-2020

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. დაიწყო და მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები. ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება.

ამავდროულად დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი.

ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ითანამშრომლონ ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების რისკი.

ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.

2016 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 21 391 სული მსხვილფეხა პირუტყვი

2018 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 257 706 სული წვრილფეხა პირუტყვი